როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ვიქტორ დოლიძეს უსმენენ.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გამოგონილი ბრალდებებით, თითქოს ის ყოფილიყო ანტიევროპული და ანტიდასავლური ძალა ქართულ ხელისუფლებაში.
„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინ წინ და არც გასული 5-6 წლის განმავლობაში. ეს დაიწყო 2012 წლის პირველ ოქტომბერს. როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაშინვე დაიწყო, პირველ რიგში, სერიოზული დისტრიბურება, განსაკუთრებით, ბრიუსელის და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსული ოლიგარქიული ოჯახი. იყო სამუშაო, ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული, დაგვემტკიცებინა, რომ ეს არის პროევროპული, პროდასავლური ძალა, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში წევრობა სურს, ბოლოს ეს კონსტიტუციაშიც იყო ჩაწერილი და გათვალისწინებული. სხვას არავის ჩაუწერია, თუ არა, ჩვენ. ან რა გვქონდა დასამტკიცებელი, მართალი გითხრათ მეცინებოდა კიდეც ამაზე. განსაკუთრებით ყველაზე რთული მუშაობა გვიწევდა ევროპარლამენტის კედლებში. გვქონდა ურთიერთობა, როგორც ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელიც ყველაზე დიდი მოთამაშეა ევროპარლამენტში, ისევე როგორც სოციალ დემოკრატებთან, ასევე „ალდესთან“, თუნდაც ე.წ. რადიკალური ჯგუფებთან, უკიდურესად მემარცხენეებთაბნ თუ მემარჯვენეებთან – საწყის ეტაპზე ყველასთან ვმუშაობდით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ამასთან, ვიქტორ დოლიძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას, როცა დებატები მიმდინარეობდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ საკითხებზე კონსოლიდაციის მიღწევა ვერ ხდებოდა ხოლმე, რადგან წინააღმდეგობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„მე პირადად შევეცადე, ასევე კომიტეტის წევრები, ჩვენი კოალიციის წევრები, რომ განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ქართველებს, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვქონოდა საერთო, კონსოლიდირებული ხედვა, როცა პარლამენტარებს შორის დებატები მიმდინარეობდა უცხო ქვეყანაში საპარლამენტო თუ აღმასრულებელ კედლებში. იქნებოდა ეს ტერიტორიული მთლიანობის, ინტეგრაციული თუ ნებისმიერი სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები. არ მახსოვს, ამისთვის მიგვეღწიოს. არსებობს საკითხები, რომლებსაც შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. ახსენეთ ჩემი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც. „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი როცა გავხდი, მაშინ ვიყავი ევროოპოზიციაში, ვიდრე 2016 წელს დავასრულე მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ყოფნის ვადა. რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებოდით, დღესაც შეიძლება, ბევრ რაღაცაზე შეთანხმდე, რაღაცაზე – ვერა, მაგრამ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ საკითხებს. ყოვლად მიუღებელია, გამოხვიდე ანტისახელმწიფოებრივად, შენი ქვეყნის წინაშე და იმ კედლებში აკეთო ის, რასაც აკეთებდნენ ცალკეული რეზოლუციების, დეკლარაციების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღების თუ განცხადებების კეთების დროს. ჩემს თავს ვერც ამის უფლებას მივცემდი და არც შინაგანად უნდა იკადრო ეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრობლემებს ყოველთვის ვაწყდებოდით. კულისებში მიმდინარეობდა მუშაობა, შეიძლება, გაგეცინოთ კიდეც, ისეთ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად, სტალინს უკეთებენ ეგრეთ წოდებულ ფრომოუშენს. სტალინისტები არიან, ისეთის საუბრები მხვდებოდა წინ. არ ვიცი, კონკრეტულად დახურულ კარს მიღმა ვის რას ესაუბრებოდა. იქ იყო ერთი ქართული დელეგაცია, ვგულისხმობ კოალიციას და მეორე – ოპოზიციური. მუშაობის პერიოდში ისეთი წარმოუდგენელი მესიჯები გვხვდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით არაფორმალურ დონეზე, რომ გასაკვირი იყო. მათ შორის რეზოლუციების მიღების პროცესში. იმ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო მიმართული, რადგან ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. მხოლოდ ეს საკითხი არ იყო ცალკეულ რეზოლუციებში, ასვე იყო ადამიანის უფლებები, სექტორალური რეფორმები თუ სხვა თემები. იმის გამო, რომ ცალკეულ საკითხებთან ჰქონდათ პრობლემები, ცალკეული რეზოლუციების წინააღმდეგ მიდიოდნენ. ან უნდოდათ ისეთი აბზაცის ჩაწერა, რომელიც შეეხებოდა, მაგალითად, ახალაიას, მერაბიშვილის „უკანონო“ პატიმრობას ან ასე შემდეგ, რაც ჩვენთვის მიუღებელი, წარმოუდგენელი იყო. ოპოზიციაში იქნები თუ ხელისუფლებაში, წარმოუდგენელია ამ პოლიტიკური მიზეზების გამო ამგვარი თემატიკით აპელირება და ზარალის მიყენება, თუნდაც სტრატეგიულად, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნის რეზოლუციისთვის, თუმცა ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რადგან ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ყოფნის, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და დღესაც სახელმწიფო ინტერესებს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.