მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე
1757620483
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც სავარაუდოდ კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელია ნაჩვენები. FBI საზოგადოებას პირის იდენტიფიცირებაში დახმარებას სთხოვს.
ამასთან, „ბიბისი“ ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ კიდევ რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, სადაც იმ შენობის სახურავზე მყოფი პირი ჩანს, საიდანაც კირკს ესროლეს.
მათივე ცნობით, სროლის შემდეგ თავდამსხმელი კამპუსის შენობის სახურავიდან გადახტა და მიიმალა.
ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, გამომძიებლებმა ტყეში იპოვეს იარაღი და ფეხსაცმლის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ დამნაშავეს ეკუთვნოდა. იუტის შტატის პოლიციის კომისრის, ბო მეისონის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ „კოლეჯის ასაკისაა“.
31 წლის კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.კირკს, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი საპრეზიდენტო კამპანიების მონაწილე იყო, იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. მას იარაღიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე დაიღუპა.