ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" სია და პირველი ნომრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც ნადირაძემ „ღამის კურიერის„ ეთერში თქვა, „ნაციონალური მოძრაობის" და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების სიის წევრები შერჩეული იქნებიან კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მიხედვით.
"ნაციონალური მოძრაობა", ხვალ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით, წარადგენს სიას და ხვალ გახდება ცნობილი ამ სიის შემადგენლობა, მათ შორის, ვინ იქნება პირველი ნომერი. ამიტომ მე მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. მთავარი რაც არის, "ნაციონალური მოძრაობის" სიაც და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების სიებიც დაკომპლექტებული იქნება ისე, რომ ადამიანები შერჩეული იქნებიან თავიანთი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის მიხედვით. მათ შორის, ჩვენთვის უმთავრესია, ამ პროდასავლურმა პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლოთ ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მე ვგულშემატკივრობ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რადგან ხალხისთვის გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია. ახლა უმთავრესი ამოცანაა, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც შეიძლება სწრაფად იყოს ამ ქვეყანაში ქართული ოჯახი ძლიერი, სწრაფად დამთავრდეს ამ ქვეყანაში ფასების მაფია", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530