„ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო გეგმები - „კურიერი P.S“ -მა კვიპროსის შეხვედრების დეტალები გაარკვია

"ნაციონალური მოძრაობა"

ქართული პოლიტიკა და დავით კეზერაშვილის ახალი სტრატეგია - "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველი, პარტიაში სამოქმედო ტაქტიკას ცვლის. "კურიერი P.S" -მა კვიპროსის შეხვედრების საიდუმლო დეტალები გაარკვია. ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ბორდს ქმნის, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ უნდა უხელმძღვანელოს. სწორედ გვარამია იქნება მთავარი ფიგურა პარტიაში, რომელიც 2024 წლის საარჩევნო სიის ხელმომწერი იქნება.

როგორც ჩანს, კეზერაშვილი ფსონს ამჯერად ძველ სახეზე დებს და პარტიის მართვის სადავეებს ნიკა გვარამიას ანდობს, თანაც ისე, რომ ნაწყენიც არავინ დარჩეს. სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე მისულ პარტიაში, გვარამიას ხელმძღვანელობით ახალი ორგანო იქმნება. გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი რგოლი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესაც.

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იარეს, გადაწყვიტეს, რომ არავის არსად გაუშვებენ და პირიქით - სხვებს მოიყვანენ და რომ არავის ეწყინოს, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიაში ახალ ორგანოს - ბორდს შექმნის. ყველასთან ახლოს, თუმცა ყველაზე მაღლა - სქემა მარტივია. ბორდის ხელმძღვანელი 2024 წლის საარჩევნო სიას დააკომპლექტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის ხელში აღარ იქნება.

კონკრეტულ პიროვნებებზე არ საუბრობს, თუმცა "კურიერი P.S" -მა გაარკვია, რომ ბორდს ახალი, მაგრამ ძველი "ნაციონალი" ნიკა გვარამია ჩაიბარებს. ის, რაც ნაწილობრივ კირკიტაძემ დაადასტურა, უარყო ნიკა გვარამიამ. მეტიც, სწყინს, რომ მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ტელევიზიიდან იგებს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დაფაზე ახალი კონფიგურაცია აღარავის უკვირს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე მივიდა. ახალ კანდიდატზე ფსონის დადების წინაპირობა, მოქმედის მოქმედება ხდება. თუმცა, რატომ ვერ გაამართლა მოლოდინი ლევან ხაბეიშვილმა, ამაზე ღიად საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ სურთ. სიახლეების ძიება ამტკიცებს, რომ შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა ამას აქ არ აღიარებენ. დავით კირკიტაძე, ხაბეიშვილის თითქმის 1 წლიანი მმართველობის შესაფასებლად კარგსაც ვერაფერს იმეტებს. მეტიც, სწორად ვერც მის თავმჯდომარეობის დროს ითვლის.

არაფორმალურ მმართველობაში მხილებული დავით კეზერაშვილი სამოქმედო გეგმას ცვლის. დეტალები "ნაციონალების" დიდმა შვიდეულმა კვირპოსზემოისმინა და თბილისში უკვე ჩამოიტანა. მოქმედების სისრულეში მოყვანას დრო სჭირდება. დროის გარდა კიდევ ერთი ფაქტორია - ახალი აქტორები და სწორედ ამიტომ, კვიპროსის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერვე ჩრდილოვან მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა სხვა შეხვედრებისთვის საფრანგეთში გადაინაცვლა. "კურიერი P.S" -ის  ინფორმაციით, აქ კი მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედ ნიკა გვარამია და ხაბეიშვილის კიდევ ერთი კონკურენტი, თუმცა თანამოაზრე - გიორგი ვაშაძე აღმოჩნდნენ. საფრანგეთში ვიზიტს არ უარყოფენ, თუმცა კეზერაშვილთან შეხვედრას კი.

ბორდზე დასმულმა შეკითხვამ ლევან ხაბეიშვილი ისევ გააღიზიანა, პასუხის ნაცვლად თავდასხმაზე გადმოვიდ. რატომ დადგა დღის წესრიგში მისი ზემდგომი ბორდის შექმნის აუცილებლობა? - იქნება თუ არა 2024 წლის არჩევნებზე პარტიის ლიდერი? კითხვა ბევრია, პასუხი კი ტრადიციად ქცეული მოქმედება.

"ძალა ერთობაშია" - ის, რაც წინა არჩევნებზე სახელში დაირქვეს, რეალობად ვერ აქციეს, თუმცა მაინც ერთობადაკარგულ პარტიას კეზერაშვილმა უთხრა, რომ მომავალ არჩევნებშიც, ძველი და ვერ გამართლებული მეთოდი უნდა გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართული მაფიის მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - რა კავშირშია თბილისის ციხეში მომხდარი დაპირისპირება

VIDEO: „მადლობა საოცარი საღამოსთვის...“- ბაბი კირკიტაძე ბრწყინვალე ფორმაშია: რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

„ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი“ - რა წერია წერილში, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულმა თამარ გოლდბერგმა 17 წლის ასაკში დაწერა?