1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ გვიან ღამით პარტიის ოფისში გამართული თათბირის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარემ რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღეს ის ყველას დედაქალაქში ელოდება. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 17:00 საათზეა დანიშნული.
„საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ - ამბობს ხაბეიშვილი და აქტივობებს რეგიონებსა და რაიონებშიც აანონსებს. შეკრებაზე ნაცმოძრაობაში, წუხელ ნიკა მელიაც მივიდა. ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მხარეებმა პარტიაში არსებული იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადადონ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად, გაერთიანდნენ.