1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, იძულებულნი ვართ, ასე მოვიქცეთ", - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. დაიგეგმება რეგიონებში აქტივობებიც. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან კონკრეტული კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. დღეს და ყოველდღე გვექნება აქტივობები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.