„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გახლავთ დეგრადირებული პოლიტიკური ძალა - დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გახლავთ დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რომლის არსენალშიც დესტრუქციის მეტი არაფერია დარჩენილი და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა არაჩვეულებრივი შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებით ეცხოვრა, ასე ვთქვათ პოლიტიკურ რეალობაში, თუმცა მათ პარლამენტს არჩიეს ქუჩა, არჩიეს დამნაშავე ბელადის კაპრიზების დაკმაყოფილება და საბოლოო ჯამში პოლიტიკურ მოუსავლეთში აიღეს გეზი. არ ვიცი რამ შეიძლება გააჯანსაღოს ეს დეგრადირებული ძალა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ შემოიფარგლოს.