"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ლევან ვარშალომიძისთვის აყვანილია ადვოკატი, ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქმის კურსშია მინისტრიც, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვარშალომიძის საქმეში ჩართულია უკრაინული მხარეც უმაღლეს დონეზე.
„ინფორმაცია რაც გვაქვს არის, რომ ლევან ვარშალომიძე რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს. ლევანზე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის. აყვანილია ადვოკატი, ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და, ჩემი ინფორმაციით, მინისტრიც საქმის კურსშია. ასევე ჩართულია უკრაინის მხარე უმაღლეს დონეზე. ველოდებით, რომ მაქსიმალურად ადრე მოხდეს ლევანის გათავისუფლება. მე არ მქონია ადვოკატთან კომუნიკაცია, მაგრამ ვიცი, რომ ადვოკატი ჩართულია, საკმაოდ კარგი ადვოკატია. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს დროში, ასე დავარქვათ ინციდენტი, საქართველოსა და ყაზახეთის ურთიერთობაში ამოიწურება“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.