კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.
„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი. ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს - შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. ეს არის პასუხისმგებლობა და ასევე ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა გაიშალოს. რაღაცნაირად მოდურად აქციეს საკმაოდ ფართო წრეებში ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, ადამიანებს უნდა ავუხსნათ მარტივად, რომ ნარკოტიკებს არავითარი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მიზანი აქ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.