1747980527
ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია იმასთან დაშვრებით, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ხვდება აშშ-ის ელჩს - თინა ბოკუჩავა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება, ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ამავე ცნობით, ის საელჩოში კონსულტაციებს მართავს. "კურიერი" ზურაბიშვილის პრეს-სამსახურს ესაუბრა, სადაც აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაშვრებით, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში აშშ-ის ელჩს ხვდება.
"ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია იმასთან დაშვრებით, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ხვდება აშშ-ის ელჩს. ვერ გეტყვით, მაგრამ განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მედიებს გაქვთ ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი იმყოფება რობინ დანიგანთან, ალბათ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ მას დაუსვათ კითხვები. მე ნამდვილად ვერ ვისპეკულირებ იმ შეხვედრის შინაარსზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩემთვის ცნობილი არ იყო", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.