ცნობილია, რა მიზეზით დააკავეს კობა ფარტენაძე
1786954516
აფხაზეთთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან ომის ვეტერანები.
მათი თქმით, სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გარე ძალების დავალება შეასრულა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის პოზიციას საფრთხე შეუქმნა. გაამწვავა შერიგების შესაძლებლობა აფხაზეთთან, საქართველო კი ომის დამნაშავედ გამოიყვანა.
გიორგი ბარამიძემ რამდენიმე დღის წინ ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა, შემდეგ კი იგივე ხალხს დააბრალა.
ამ განცხადების გამო პროკურატურამ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმე საბოტაჟის და ქვეყნის ღალატის მუხლით დაიწყო.
აფხაზეთის ომის ვეტერანის, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრის, თემურ დარჯანიას თქმით, გიორგი ბარამიძის ამ განცხადებას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები თავიანთი ნარატივის გასამყარებლად იყენებენ, რაც მათ წისქვილზე ასხამს წყალს.
"როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე, ტყვეებთანაც მქონია ურთიერთობა. რაც ამ ადამიანმა იკადრა ყოვლად მიუღებელია ვეტერანებისთვის, მით უმეტეს, ომგამოვლილ და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის.
ძმა მყავს დაღუპული აფხაზეთის ომში 93 წლის 26 სექტემბერს.
ვერ ვხვდები რატომ თქვა, ან რისთვის იყო ეს საჭირო, მით უმეტეს, 34 წლის შემდეგ.
ის, ორი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი იყო მინისტრის რანგში, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, სხვა რიგი თანამდებობები ეჭირა და თუ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა შეეძლო ეს თავის დროზე, ან იმ პერიოდებში გაეკეთებინა.
მოწინააღმდეგის მხრიდან, სოციალური ქსელები მაშინვე აჭრელდა [ამ განცხადებით] და დაჰბრალდა ქართველ მხარეს - აი, სინამდვილეში ქართველებმა რა სისასტიკე ჩაიდინესო. მტრის წისქვილზე წყალი დაასხა ამ განცხადებამ ", - განაცხადა თემურ დარჯანიამ.