მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრის მიმართვა კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გლობალურად - მაკა ბოჭორიშვილი

დეპუტატი

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ლიდერები იკრიბებიან სამომავლო თანამშრომლობის თემებზე და იმ პრიორიტეტებზე სასაუბროდ, რაც დგას გლობალურ დღის წესრიგში, -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია  ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან,  როგორც ორმხრივად, ასევე მრავალმხრივ კონტექსტში არსებობს სამიტის მონაწილეებთან შეხვედრების შესაძლებლობა.

„რა თქმა უნდა, იქნება პრემიერ-მინისტრის მიმართვა სამიტისადმი, რაც ასევე მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გლობალურად და გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ორმხრივი შეხვედრებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის“, -  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.