როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1734152661
ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის, დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობებისა თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე [საპრეზიდენტო არჩევნები] ევროკავშირისთვის არის ტესტი, აღიარებს თუ არა ქართველი ხალხის ნებას.
„დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვისაც ტესტი. უნდა ვნახოთ შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი. სამწუხაროდ ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე.
ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, რომლებიც არიან თავისი გულით და თავისი ღირებულებებით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური ღირებულებებით განსაზღვრონ თუ როგორი ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში და არა ისე რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განმსაზღვრელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.