გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1776505962
სტამბოლში გრძელდება საპარლამენტოთა შორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. ამ წუთებში შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგას ხვდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა სიტყვით გამოსვლა. აქცენტი გაკეთდა საფრთხეებზე, სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზე და რეგიონის სტაბილურობაზე. სტამბოლში მიმდინარე ასამბლეის მთავარი თემა სწორედ მშვიდობა და უსაფრთხოებაა. დაგეგმილია რეზოლუციების მიღებაც.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მოისმენს თურქული მხარის პოზიციებს.
"რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც ამ ღონისძიებასაც ლაიტმოტივად გასდევდა, იყო მშვიდობის დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ზოგადად მსოფლიოში. ამ მხრივაც მოვისმენთ თურქული მხარის პოზიციებს და გავიგებთ, თუ რა ხდება მოლაპარაკებებში, რამდენადაც ამ მოლაპარაკებებში თურქეთი აქტიურად არის ჩართული.
ღონისძიება გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დასრულების შემდეგ იქნება რეზოლუცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და იქნება ყველა მოწოდება ყველა ქვეყნისათვის, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ ორმხრივი შეხვედრები მნიშვნელოვანია.
"შეხვედრა სპიკერებს შორის კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს, მნიშვნელოვანია ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება. ეს შეხვედრები შეიძლება ძალიან პოზიტიურად იქნეს შეფასებული," - აცხადებს მაია ბითაძე.