იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
მოსვლის დღიდან ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლების მანძილზე თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოუტანა ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, თავისუფლება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა.
„2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდა ბიზნესი და დაცულია კერძო საკუთრება, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით, კორუფციის სიმცირისა და მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობით დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს უსწრებს, რასაც თავად ევროპული ინსტიტუტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ. გასული 12 წლის მანძილზე თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, წარმატებით ავითვისეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზრები, გავხსენით ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის ბაზრები, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი შემცირება, ისტორიულ მინიმუმზეა ორივე მაჩვენებელი, შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, სამჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც მთავარია ქვეყანაში გვაქვს თავისუფლება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც არასდროს, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.