მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაინიშნა
1743575237
ზუსტად ესმით ადამიანებს, რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ოპოზიციონერი მმართველი პარტიის და არა საკუთარი ქვეყნის და სამშობლოსი - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს.
დავით მათიკაშვილის თქმითვე, ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ოპოზიცია და ეს არის უმრავლესობის ნომერ პირველი სურვილი. მისივე თქმით, ქვეყანაში საჭიროა რეალური ოპოზიცია და არა ის აგენტურული ქსელი, რომელმაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მრავალი დანაშაული ჩაიდინა.
„ქართველები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. საქართველოში ძალიან გამოცდილი და გაზრდილი ელექტორატია და ზუსტად ესმით ადამიანებს, რა უნდა აკეთო იმისთვის, რომ იყო ოპოზიციონერი მმართველი პარტიის და არა საკუთარი ქვეყნის და სამშობლოსი. სამშობლოს კი არ უდგე ოპოზიციაში, ევროპული და ამერიკული დერეფნების სირბილში კი არ გაიცვითო „ტუფლები“, რომ შენს ქვეყანას სანქციები დაუწესე, არ შეიყვანო ევროკავშირში, არ მისცე კანდიდატის სტატუსი და ა.შ., არამედ მმართველ პარტიას ედგე ოპოზიციაში. ყველა მმართველ პარტიას სჭირდება ოპოზიცია და ეს არის ნომერ პირველი სურვილი ჩვენი. ჩვენ რატომ დავგეგმეთ და რატომ ვაკეთებთ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესს? იმიტომ, რომ რეალური ოპოზიცია გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში და არა ის აგენტურული ქსელი, რომელიც სულს ღაფავს დღეს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ იმდენი დანაშაული და სისაძაგლე ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, რომ კი ეს ბუნებრივია სასამართლოს განსახილველი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ხომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის?!
როდესაც უსმენს ამ უსაშინლეს ისტორიებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიიდან, ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი არ იციან, მაგრამ ჩვენი თაობის ადამიანებმა, ჩვენს უფროსი თაობის ხალხმა ხომ კარგად იცის, მათ ხომ ახსენდებათ, რა კატასტროფის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა და სად ცხოვრობდნენ ქართველები თუ არა 2012 წელი, თუ არა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და მართლა ამ სისასტიკის და სადიზმის ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოცილება? ეს ყველაფერი იმის ერთადერთი გზა არის, რომ ქვეყანაში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და მართლაც, ერთხელ და სამუდამოდ აქ გაჩნდეს რეალური ჯანსაღი ოპოზიცია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.