ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Euronews Romania-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამ სიტყვებით უპასუხა მარია სანდუმ ჟურნალისტის კითხვას, დააკავებენ თუ არა პუტინს იმ შემთხვევაში, თუ ის მოლდოვაში ჩავა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ ბრალი წაუყენა მოსამართლეს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.