„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
მნიშვნელოვანია, რომ დღესვე ვილაპარაკოთ პრევენციულად იმ ქუჩის აქციებზე, რადიკალიზმზე, რომელსაც დღეს პირდაპირ ამერიკის საელჩო ამზადებს, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, პირდაპირ საარჩევნო სუბიექტია.
„ის მთავრობები, რომლებიც ნაციონალიზმზე, ეროვნულობაზე ზრუნავენ, მოვლენ და ასევე ჩვენ მოგვცემენ საშუალებას, რომ ეროვნულობაზე ვიზრუნოთ, ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული გაძლება და ერის კონსოლიდაცია, არჩევნებზე წასვლა და 41-ის შემოხაზვა. წინა რეჟიმის პერიოდში, ექსტრემისტული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იყო გამწვავებული - ამას ვუზამ პუტინს, იმას ვუზამ... ვაშინგტონის კარზე ვინ როგორ მოაწონებდა თავს, არავინ არ დაეძებდა. ეს იყო ჩვენთვის დამღუპველი პოლიტიკა, რამაც ლამის საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინა. რომ მოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი თქვა, რომ ასეთი რიტორიკა რუსეთის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მომზადება არ შეიძლება, არ შეიძლება რუსეთის ჩამოქცევის ნაწილი გავხდეთ, რადგან მანამდე ჩვენ ჩამოვიქცევით და ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღესვე ვილაპარაკოთ პრევენციულად იმ ქუჩის აქციებზე, რადიკალიზმზე, რომელსაც დღეს პირდაპირ ამერიკის საელჩო ამზადებს. ის პირდაპირ საარჩევნო სუბიექტია. თუ ჩვენ თავმოყვარეობა გვაქვს, ვართ დამოუკიდებლები, გვინდა სუვერენიტეტის, რელიგიის და ეკლესიის დაცვა ამ დაბალანსებული, ნეიტრალური პოლიტიკიდან არ უნდა გავიდეთ. ფაქტები გვქონდა - ვეომეთ ამ რუსეთს და გამოვიქეცით იმ ცხინვალიდან და არც არავინ აპირებს ჩვენს დახმარებას. უკრაინაში არ აკეთებენ ამას - ასი ათასობით ადამიანი მიწაში ჩაწვა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.