1745863963
მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ამ მოღალატეების აკრძალვის თაობაზე - ირაკლი კირცხალია საგამოძიებო კომისიაზე

"თითოეული საკითხი არის იმის გახსენება თუ რასთან გვქონდა საქმე", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის თაობაზე.
"თითოეული საკითხი არის იმის გახსენება თუ რასთან გვქონდა საქმე. ძალიან ბევრი ე.წ. ქეისი არის ახალი. ძალიან მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რომელსაც საბოლოოდ მოამზადებს საგამოძიებო კომისია, რომლის საფუძველზეც შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ამ მოღალატეების აკრძალვის თაობაზე" - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.