"მმართველ გუნდს ვკითხავდი რატომ არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას" - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველ გუნდს კითხავდა, რატომ არ დაელოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი განმარტებით, როდესაც კითხვებზე პასუხები არ არის, დანარჩენი ყველაფერი პროპაგანდაა.

"კითხვებზე პასუხი როდესაც არ არის, დანარჩენი ყველაფერი პროპაგანდაა. მმართველ გუნდს ვკითხავდი: რატომ არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც გავიდა კონსტიტუციური სივრციდან არალეგიტიმური პარლამენტის შეკრების გზით. ან რატომ არ კითხულობს ისე, როგორც ეს წერია ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებში", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.