2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
"მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ" – ამ სახელწოდებით სამთავრობო პროგრამასა და ახალ მთავრობას პარლამენტი დღეს ნდობას გამოუცხადებს.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება - საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელად მაკა ბოჭორიშვილია დასახელებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით სონღულაშვილი; იუსტიციის მინისტრად კი ანრი ოხანაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული და ერთხმად დამტკიცდება.