მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
"ხალხის ძალის" დეპუტატი, ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს. სხდომაზე განიხილეს ანგარიში, რომელშიც საუბარია მავნე პროპაგანდაზე, სადაც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება განხილულია, როგორც საფრთხე, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნების საერო ღირებულებებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია სტრასბურგში, 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.
"მე ვეთანხმები და მხარს ვუჭერ რეზოლუციას და მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკანონო პროპაგანდის წინააღმდეგ და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ მავნე, თუმცა ლეგალური პროპაგანდის გავრცელებაზე. ასევე მინდა დაგეთანხმოთ, რომ მავნე პროპაგანდას შეუძლია და ექნება კიდეც ნეგატიური შედეგები საზოგადოებრივ წესრიგზე, ჩვენი საზოგადოებების უსაფრთხოებაზე და ასევე შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური შედეგი სახელმწიფოთა ურთიერთობაზეც კი. ზოგჯერ პროპაგანდა არ არის აშკარა და საზოგადოება ხშირად ვერც აცნობიერებს, რომ ადგილი აქვს პროპაგანდა, როცა ადგილი აქვს ინფორმაციის არასრულ მიწოდებას, ან მაგარი ინფორმაციის მიწოდებას. რთულია ერთი შეხედვით განასხვავო დეზინფორმაცია. ყალბი ინფორმაცია ხშირად არის პროპაგანდის ნაწილი. ამავდროულად, ვეთანხმები მომხსენებელს, რომ მავნე პროპაგანდასთან ბრძოლა არ უნდა გახდეს ცენზურის საბაბი და რომ მავნე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები ისეთი უნდა იყოს, რომ დავიცვათ გამოხატვის თავისუფლებას," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.