ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, შინდისის სკვერსა და ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ბათუმი აქცია კიდევ უფრო მიმზიდველ, წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო ქალაქად.
„სწორედ იმისათვის, რომ განვითარება არ შეფერხდეს და საფრთხე არ დაემუქროს ამ წარმატებებს, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს სტაბილურობის და მშვიდობის განცდა, რომლის გარანტი გახლავთ ჩვენი გუნდი. მჯერა, 26 ოქტომბერს, ბათუმი და ბათუმელები იტყვიან ღირსეულ სიტყვას,“- განაცხადა ბერიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის დელეგატი - რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე.