სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორის შემდეგ, ბრალდებას სხვა პირებსაც წაუყენებენ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მისი აზრით, ბრალს სხვებსაც წაუყენებენ, თუმცა მას კონკრეტული პირების ზუსტი ნუსხა არ აქვს.
„ვგულისხმობ იმას, რომ ისინი კორუმპირებულები არიან. ისინი იყვნენ კორუმპირებული, რადიკალი მემარცხენე დემოკრატები, რადგანაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი დირექტორი კომი, ფაქტობრივად, ის დემოკრატზე უარესია. ვიტყოდი, რომ დემოკრატები კომიზე უკეთესები არიან, მაგრამ არა, სხვებიც იქნებიან. ეს ჩემი აზრია. მათ იუსტიციის დეპარტამენტი ისე გამოიყენეს, როგორც ისტორიაში არავის გაუკეთებია. რაც გააკეთეს, საშინელებაა. ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ სხვებიც იქნებიან, იმიტომ რომ დაუშვებელია რომ ქვეყანას ასეთი რამ გაუკეთო“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომს ცრუ ჩვენების მიცემაში და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.