მირეკავდა და მეუბნებოდა, ბიძინა სისხლისღვრის გარეშე არ წავაო - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

“ტაბულას„ რედაქტორი

"ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ომთან დაკავშირებულ გუბაზ სანიკიძისა და გიორგი ჩალაძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი მომხრეების საშუალებით ხელისუფლების მისამართით "შიშის კულტივაციას" ცდილობს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სისულელეების ლაპარაკი გუბაზის იდეაა, ან უბრალოდ შემთხვევითობა, ღრმად სცდება.

შეიძლება დაუჯერებლად და სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ შიშის კულტივაცია ოპოზიციაში მყოფი (!) მიშას გენიალური სტრატეგიაა.

ეს სიგიჟე 2013 წლის დასაწყისში მოიფიქრა.

როდესაც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტისგან მოსმენების უწყება წაიღო - კონტროლი დაამყარა, მიშამ ჩემთან უცნაური სატელეფონო საუბრები დაიწყო (ვვარაუდობ სხვებთანაც).

მირეკავდა და მეუბნებოდა რომ ბიძინა სისხლისღვრის გარეშე არ წავა და რომ აუცილებლად სისხლისღვრა იქნება.

მეთქი რა სისხლისღვრა მიშა - რა ეტყობა ქართველ ხალხს რომ სისხლისღვრა უნდა, ან რა დროს ბიძინას წასვლაზე ლაპარაკია ჯერ - წინ 4 წელი გვაქვს და ბევრი სამუშაო. ვაცადოთ, მივუშვათ რომ ყველაფერი მათი ბრალი იყოს - they will fuck up big time, და მერე ჭკვიანურად ვისარგებლოთ.
ორი-სამი ასეთი გიჟური საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში მე არ მელაპარაკება. ვინც გვისმენს - იმას “აგიჟებს”. (ნუ მე ეგეთ სიგიჟეებს არასოდეს მელაპარაკებოდა, ჩემთან ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩემსავით მსჯელობდა და ვერ ვიგებდ რა უნდა, რატომ შეცვალა მანერა, სანამ არ მივხვდი რომ ქოცებს ასმენინებს - "მზაკვრულ ტრიუკებშია" ). ეს ასე გაგრძელდა სულ.

სპეციალურად რეკავდა თანაგუნდელებთან და რაღაც არარეალისტური ვითომ "გეგმებით" ქოცებს "აშინებდა", სულ ითხოვდა რომ გველაპარაკა იმაზე, როგორ ეშინიათ მიშასი ქოცებს (ქოცი იყო მოსახლეობის უმრავლესობა იმ დროს - წაგებულები ვიყავით).

ბიძინასაც ეგ არ უნდოდა? იწერდა ამ გამოსულელებულს და რევოლუციებით და სისხლისღვრებით აშინებდა ქართველ ხალხს - მიშას დახმარებით, წარმატებით არწმუნებდა, რომ ცვლილება სისხლისღვრას ნიშნავს..

ამასთან - გამოძიებებს იწყებდა არარეალისტურ სახელმწიფო გადატრიალებებზე და ხალხს დაკითხვებზე დაარბენინებდა.

ალტერნატივა მხოლოდ მიშაა და ალტერნატივას ომი უნდა - ესაა ბიძინას გამარჯვების ფორმულა.
ამ ფორმულის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს მიშას და მის სპიკერებს.

ასეთ უტვინობასთან და მავნებლობასთან ბრძოლაში გავატარეთ გასული 10 წელი.
კიდევ კარგად ვართ. უსაფუძვლო ბოდვაა ხალხო ეს. რისი თავი აქვთ, ხომ ნახეთ?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ "თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა." მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს.