1757870206
„მიმდინარეობს შეჯიბრი ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია - გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია თუ ლევან ხაბეიშვილი, ამ შეჯიბრში გედი და ლევანი გაიჭრნენ წინ და ახლა ელენე ხოშტარიას უნდა, წამოეწიოს“ - გია ვოლსკი

"მიმდინარეობს შეჯიბრება, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია - გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია თუ ლევან ხაბეიშვილი. ამ შეჯიბრებაში გედი და ლევანი გაიჭრნენ წინ და ახლა ელენეს უნდა, წამოეწიოს," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, ელენე ხოშტარიას მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობს.
"ხოშტარიას გირაოს გადახდა არ გაუჭირდება, რადგან თუ ვინმე ვინმეს აფინანსებს და მხარს უჭერს, ეს რუსეთი და ხოშტარიას ოჯახია. ყოველთვიურად უშველებელი თანხები შემოდის. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გარკვეული ეჭვები ჩნდება და ვფიქრობ, ეს ეჭვები საზღვარგარეთაც არსებობს. განსაკუთრებით, იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება, მათთვის დასამტკიცებლად, რომ იგი თანხებს იღებს, მაგრამ იღებს იმისთვის, რომ ტანკი არ გამოუშვან რუსებმა, როგორც მამამისმა განმარტა," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ელენე ხოშტარია პოლიციის განყოფილებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი სამართალდამცველებმა ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.