მესიმ ახალი თაობიდან დაასახელა ფეხბურთელი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს
1734179305
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.
ყაველაშვილის სასარგებლოდ, ხმა 224-მა წევრმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.
პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. შესაბამისად, არ აღიარებენ დღეს გამრთულ არჩევნებსაც.