მიხეილ ყაველაშვილი უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის, ის წინა ორი პრეზიდენტის მიერ გაფუჭებულ საქმეებს გამოასწორებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ოპოზიციაში შოკი გამოიწვია და სიხარული იმ ადამიანებში, ვინც ქართულ იდენტობას პატივს სცემს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ქართული იდენტობისა და პრინციპულობის სიმბოლოა, ის უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის, ის წინა ორი პრეზიდენტის მიერ გაფუჭებულ საქმეებს გამოასწორებს.

„მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურამ ოპოზიციაში შოკი გამოიწვია და სიხარული იმ ადამიანებში, ვინც ქართულ იდენტობას პატიგურამ მაჭარაავილი, ვს სცემს. მიხეილ ყაველაშვილი ქართული იდენტობისა და პრინციპულობის სიმბოლოა. ქართველმა ხალხმა ნახა, რომ ის უპირისპირდება ნებისმიერ ძალას, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის. ის იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წინა ორი პრეზიდენტის მიერ გაფუჭებულ საქმეებს გამოასწორებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.