საუდის არაბეთში მასშტაბური წყალდიდობაა
1736263963
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი იქნება, ეს არის კაცი, რომელიც ნამდვილი პატრიოტია. მან ბოლო სამი წლის განმავლობაში გარდატეხა შეიტანა ეროვნული ღირსების აღდგენის და აღორძინების თემაში, როცა სამშობლოს სადარაჯოზე დადგა, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა, გუნდის წევრებთან ერთად, ღირსება დააბრუნა ქართველ ხალხში.
„ჯერ კიდევ, 2005-2006 წლებში შვეიცარიაში მწვრთნელი იყო და იქ ცხოვრობდა. კვირა არ გავიდოდა, რომ ჩემთან არ დაერეკა. მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და დღე და ღამე ვლაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ უნდა შეგვეცვალა საქართველოში ვითარება და როგორ დაგვემთავრებინა ანტიადამიანური და ანტიქართული რეჟიმი, როცა ადამიანების წამება, ხალხის ქუჩაში ჩახოცვა, სახლებში შევარდნა და ქონებების წართმევა ყოველდღიური ცხოვრების წესი და პრაქტიკა იყო. იმ დღიდან მოყოლებული მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსთვის იბრძოდა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსთვის ბრძოლას ყველაზე მაღალი პოზიციიდან გააგრძელებს და ის იქნება ადამიანი, რომელიც იმ პოსტს მართლა დაუბრუნებს ღირსებას, რომელიც წინა პრეზიდენტებმა დაუკარგეს, მიხეილ ყაველაშვილმა, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, ღირსება დააბრუნა ქართველ ხალხში, ასევე, ეროვნული სიამაყის გრძნობა. რასაც ჩვენ სამი წლის წინ ვამბობდით, იმას ამერიკის ახალი პრეზიდენტი ამბობს; ასევე, ევროპაში ბევრი პოლიტიკოსი. მიხეილ ყაველაშვილი ყველაზე თამამად და ვაჟკაცურად ამბობდა იმ სიმართლეს, რაც საქართველოს ბრძოლაა ეროვნული ინტერესებისთვის და, მათ შორის, ევროინტეგრაციისთვისაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება.