ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის
1749812588
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფო ელჩს ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავას შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება ახალი შესაძლებლობების ფანჯარას გახსნის სხვადასხვა ინდუსტრიების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
თავის მხრივ, კატარის სახელმწიფო ელჩმა ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავამ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა დაუდასტურა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.