„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
9 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარეა. ზაფხულის ბოლო თვის სავსე მთვარეს ხშირად "ზუთხის" მთვარეს უწოდებენ, რადგანაც ბევრი ტომი ამ დროს თევზის დასაჭერად საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. მრავალი წლის განმავლობაში ეს სახელი ასტროლოგიურ პროგნოზებში აქტიურად ჩანდა. თუმცა, თევზს სავსე მთვარესთან, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს.
მერწყულის ენერგია შემოქმედებითობასა და კრეატიულ იდეებს ააქტიურებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია იმისათვის, რომ ახალი გეგმები დასახოთ, პრიორიტეტებს გადახედოთ და საინტერესო ცვლილებებზე იფიქროთ.
სავსე მთვარე მოგცემთ შთაგონებას, რომ საბოლოოდ დაიწყოთ იმ მიზნების განხორციელება, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ რაღაც გაბრკოლებთ.
გარდა ამისა, სავსე მთვარის დროს შეიძლება, ძველი ინტრიგები გამოვლინდეს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა. რეტროგრადული მერკური დასასრულს უახლოვდება, ამიტომ წარსულის სიტუაციების მოგვარება დიდი ხნის ნანატრ თავისუფლებას მოგიტანთ. ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც აუცილებლად უნდა გაგეშვათ. ახალი ეტაპის დაწყებას მას შემდეგ შეძლებთ, რაც წარსულს საბოლოოდ დაემშვიდობებით.
რეტროგრადული მერკურის დასასრულის გამო, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ და თავი აკონტროლოთ. ეს ვინმესთვის გამოცდის მოსაწყობად ან რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად კარგი პერიოდი არ არის. გარდა ამისა, ტყულისა და მანიპულაციის რისკიც იზრდება და ჯობს, ყოველი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ.
ტყუპების, კირჩხიბისა და ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილი თავგადასავლები მოუნდებათ. ზოგს პირად ცხოვრებაში, ზოგსაც ყოველდღიურობაში... სავსე მთვარე ექსპერიმენტების სურვილს ააქტიურებს. ცვლილებებზე ფიქრი, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ჯობს, ყველაფერს ბოლომდე ნუ ენდობით და კონტროლი არ დაკარგოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს დღე სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ერთად გაატაროთ და განიტვირთოთ.
კუროს, ლომისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობას იგრძნობენ. ახლა გაქვთ შანსი, განსხვავებული გეგმები შეიმუშაოთ და სანუკვარი ოცნებების ასრულებისთვის რეალურ ნაბიჯებზე იფიქროთ. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და გეგმების განხორციელება აღარ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შანსი დაკარგოთ...ვრცლად