ექიმებმა „ჩუმი“ კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
1746279993
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად დაინიშნნენ სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა, ხოლო წმინდა საყდართან – დავით მექვაბიშვილი.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.