წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ვინ მოგისმინა?! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირის ელჩის წერილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალები შეეცადნენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მიეწერათ და ვნებათაღელვა გამოეწვიათ. თუმცა დადასტურდა, რომ გადაწყვეტილება, პრემიერის განცხადებამდე გაცილებით ადრე, თავად ევროკავშირმა მიიღო.
„მთავარი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას. რეალურად შეაფასოს. ის, რომ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეს და შეფასებაშიც იყო ობიექტური - ვინ რა განცხადებას აკეთებს და ა.შ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის აღიარება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილი, ერთ -ერთი პროგრამის შესახებ, სწორედ იმის განმარტებით იწყება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ევროპის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების შესაბამისად, ფაქტობრივად შეჩერებულია.
მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა
1762506574
რომელ სასაჩუქრე ყუთს აირჩევდით? - ტესტი
1762434780