1753387731
მიხეილ ყაველაშვილი: ფაქტებს ვერავინ უარყოფს - მისასალმებელია, რომ საქართველომ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მავნებლობის პირობებში, ამდენი შეძლო

„ამ ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს, რომელიც დღეს საქართველომ ამ შესაძლებლობით, ამ დამოკიდებულებით, ამდენი შეძლო ამ ერთმა ძალამ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მავნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“.
მისი თქმით, მეტი წარმატებისთვის ჯანსაღი კონკურენცია ყველას სჭირდება და ძლიერ პარტიას ძლიერი ოპონენტი უნდა ჰყავდეს.
„როგორმე უნდა გავასუფთაოთ ველი და ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მოთხოვნები მეტია და გამოსწორებაც ბევრ რამეს სჭირდება, მაგრამ ამ ფონზე, როცა ერთი ძლიერი პარტია არსებობს, ძლიერი ოპონენტი უნდა ჰყავდეს ძლიერ პარტიას, ყველას სჭირდება კონკურენცია, კონკურენციის არ არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წარმატებაც ფერხდება. ამ ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს, რომელიც დღეს საქართველომ ამ შესაძლებლობით, ამ დამოკიდებულებით, ამდენი შეძლო ამ ერთმა ძალამ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მავნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ქართული ოცნება შესაქებია," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.