14 თებერვალი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - როგორ მოვამზადოთ წანდილი (კორკოტი)
1771000414
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
პრეზიდენტი მადლობას უხდის კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის.
„დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ ბატონი ზორანის და ქალბატონი სანიას გაცნობით და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.