მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა

 მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულია მიზანია, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

„ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ მივდივართ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული და საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაფერი გაცხადებული იყოს. ყველას თავისი პასუხისმგებლობით მიეგება პასუხი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.