„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ალექსანდრე კარტოზია დაინიშნნენ.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.