მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული ქართველი, ვისთვისაც ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას, ის ღირსეული პრეზიდენტი იქნება - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული ქართველი, ვისთვისაც ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. თავისი საქმიანობით ამტკიცებდა, რომ ქვეყნის პატრიოტია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ყაველაშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება.

„ის არის ადამიანი, რომელიც თავისი შრომით კონკრეტულ შედეგებს აჩვენებდა და საქართველოს სახელი ქვეყნის გარეთ გაჰქონდა. ამ ადამიანის მიმართ უდიდესი სიყვარული, ნდობა არსებობს. რაც მთავარია, ის განცდა და დამოკიდებულება, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ თითოეულ ქართველს უნდა ჰქონდეს. გუნდი მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად ერთიანი იქნება. ყაველაშვილი ღირსეული პრეზიდენტი და მხოლოდ ქართველი ხალხის წინსვლაზე ორიენტირებული იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.