მიხეილ სააკაშვილი - ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს

სააკაშვილი

ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, მოვუწოდებ ყველა წევრს, არ აყვნენ ქოცურ მაქინაციებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, მოუწოდებს საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში“.

„ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე. მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს. ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის – კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.