1771362523
მიგრაციის გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ პრემიერთან ერთად ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი - თორნიკე ჭეიშვილი
გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ინტერპელაციაზე ისაუბრა.
„დღეს თანამედროვე მსოფლიოში არალეგალური მიგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განხორციელებული კონკრეტული ქმედითი ზომები, ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფოს აძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას იმისათვის, რათა უფრო ეფექტიანად ებრძოლოს ამ გამოწვევას. თუმცა გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
დღეს პარლამენტი პრემიერ- მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ირაკლი კობახიძე პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ დაიბარა.











