„ჯარიმა 500 ლარია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1777461872
საკადრო როტაცია და სტრუქტურული რეფორმა - პარლამენტში სამთავრობო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის დაწყებისთვის ემზადებიან. საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, კენჭისყრა კი სესიაზე ოთხშაბათს უნდა შედგეს.
დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას, რომელსაც მამუკა მდინარაძე ჩაუდგება სათავეში. პარალელურად, იწყება სუს-ის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურაც.
მდინარაძის ადგილს გეკა გელაძე დაიკავებს, გელაძის პოსტს სულხან თამაზაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის მზად არის.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანი სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობაა.
"სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჭრილში ეფექტურობის ხარისხი გაიზარდოს. ბუნებრივია, მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - სახელისუფლებო რგოლში გადაწყვეტილებების აღსრულება იყოს მეტად ეფექტური, კოორდინირებული და ყველა სტრუქტურამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები.
ისინი იყვნენ წარმატებულნი, გამორჩეულნი საკუთარი გადაწყვეტილებებით. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ახალ თანამდებობებზე, როგორც ბატონი მამუკა მდინარაძე, გეკა გელაძე, ასევე სულხან თამაზაშვილი, წარმატებთ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.