ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
მგონია, რომ ოპოზიციამ მკაცრად უნდა გააკრიტიკოს მაკრონის განცხადება, რადგან მთავრობა და მთავრობის მეთაური ახსენა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა სხვები განცხადებებს აკეთებენ, საქართველო ვითარდება, აქვს ეკონომიკური ზრდა და პარტნიორებს, მეგობრებს, ყველა გარე აქტორს ელაპარაკება ღირსეულად, თავისი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.
„მე მგონია, რომ ოპოზიციამ მკაცრად უნდა გააკრიტიკოს მაკრონის ეს განცხადება, რადგან მთავრობა და მთავრობის მეთაური ახსენეს. ესენი ხომ დასდევენ ასეთ განცხადებებს. მთავრობის მეთაური ახსენეს. კი გააკრიტიკეს, მაგრამ ჩემი აზრით მაკრონი უნდა დააბულინგოს ოპოზიციამ, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისინი ჰერჩინსკის აბულინგებდნენ იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ხელი ჩამოართვა. ჰელსინკის კომისიამ აშშ-ში გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია იმის გამო, რომ კი გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მან როგორც ხელისუფლება, ისე გააკრიტიკა და ამით ლეგიტიმაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას და ა.შ. პრობლემა ისაა, რომ დღის წესრიგს ჩვენ გვიქმნიან არა რაიმე ქმედებებით, არამედ განცხადებების დონეზე. მთელი დღე დავდევთ ვინ რა განცხადებას გააკეთებს. იქით მაკრონი იტყვის რაღაცას, იქით აშშ-ის დამარცხებული ხელისუფლება, იქით რასა ჩამოვა და იქნებ 2000 კაცამდე შევკრიბოთო და იმასაც ვერ კრებენ, რომ ქალბატონ რასას პატივით დავხვდეთ და ამ განცხადებების მორევში ვტრიალებთ. სინამდვილეში ეს ქვეყანა წინ მიდის, დამოუკიდებლობის ხარისხს იუმჯობესებს, ეკონომიკას ავითარებს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და პარტნიორებს, მეგობრებს, ყველა გარე აქტორს ელაპარაკება ღირსეულად, თავისი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.