დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
საკუთარი ხმა დააფიქსირა კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა, ზურა ჯაფარიძემ. მან ხმა ვაკის საარჩევნო ოლქში, მე-20 საარჩევნო უბანზე მისცა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები იმ არჩევანს გააკეთებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს სრულფასოვანი წევრი გახდება.
"მგონია, რომ დღევანდელი დღე იქნება ისტორიული ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ამ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, NATO-სკენ და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.