მარტის თვე ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1771876821
ჯანდაცვის ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ "რუსთავის 2"-ის გადაცემა "დებატებში" სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე და ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზის გადამოწმებას გულისხმობს.
ანდრია ურუშაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც სიღარიბის ზღვარი დგინდება.
"სტატისტიკას უნდა დავეყრდნოთ და მართლა შემცირდა სიღარიბე - როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული მაჩვენებლებით, მაგრამ ეს შემცირება დაიწყო, როგორც კი სახელმწიფო ფეხზე დადგა. 1994-1995 წლებში ჩვენი სიღარიბის მაჩვენებელი 52% იყო მსოფლიო ბანკის მაჩვენებლით, რაც ერთ სულ მოსახლეზე სამი ლარის შემოსავალია; ამის შემდეგ შემცირდა 34%-მდე და ახლა შემცირდა 9%-მდე - კარგი მაჩვენებელია.
ამ პერიოდში, ჩვენ გავიარეთ ომი, კოვიდი, რამაც თავისი დამღა დააწესა. რა უნდა გავაკეთოთ - პირველი: მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, უნდა იყოს სამართლიანად გაცემული ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა შემცირდეს ამ პროგრამის ბიუჯეტი, არამედ გამოთავისუფლებული, არამიზნობრივი ხარჯი გადამისამართდეს ღარიბებზე და გარდა ფულადი დახმარებისა, მათ ჰქონდეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მხარდაჭერა. ძალიან კარგი, რომ ძალაში შევიდა ბავშვების მხარდაჭერა - ბავშვიან ოჯახებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სიღარიბიდან მთავარი გამოსავალი არის უმუშევრობის [შემცირება]," - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.