წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
გვჯერა, ჩინეთიდან საქართველოში უკვე დიდი დიდი ტურისტული ნაკადებია, თუმცა ვიცით, რომ ამ ნაკადის ზრდის გაცილებით დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ Messe Berlin-ის დირექტორმა, დევიდ აქიოტისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ITB china-სთან პარტნიორობა ჩინეთიდან საქართველოში ტურისტულ ნაკადებს გაზრდის.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ აქ ყოფნით. ITB China ჩინეთში ყველაზე დიდი სავაჭრო გამოფენაა. ამიტომ ეს პარტნიორობა ჩვენთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთიდან საქართველოში უკვე დიდი დიდი ტურისტული ნაკადებია, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ჩინეთიდან საქართველოში ამ ნაკადის ზრდის გაცილებით დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს პარტნიორობა შეუწყობს ხელს შემდგომი პოტენციალის გამოვლენას და ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურობის მაჩვენებლების ზრდას“, – განაცხადა აქიოტისმა.
ცნობისთვის, საქართველო ITB China 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.