მეგობარი აქტი არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აქტი - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელი

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული "მეგობარი აქტს" ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, "მეგრობარი აქტი" აქტუალობას არ დაკარგავს.

"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "მეგობარი აქტი" არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აქტი.

"მთავარი იყო საგარეო კომიტეტი, აქ უნდა გასულიყო ეს ყველაფერი. ამან უკვე ჩამოაყალიბა ფაქტობრივად ამერიკის განახლებული საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. "მეგობარი აქტი" არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აქტი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ უჭერს მხარს, როგორ გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს მომავალს. ამიტომ, 31 ოქტომბერს, სწორედ იმ ხალხს, ვინც სენატში ამ დიდ აქტს დაუჭირა მხარი, უნდა გავაგონოთ დიდი ქართული ხმა," - გიორგი ვაშაძე.