მედვედევი ტრამპს მესამე მსოფლიო ომით ემუქრება

მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მესამე მსოფლიო ომით დაემუქრა.

„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რომ რუსეთს ცუდი რაღაც დაემართება. მე მხოლოდ ერთი ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, რომ ტრამპს ეს ესმის!“, - დაწერა მედვედევმა.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი ცეცხლს ეთამაშება.