სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
1732868656
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.
მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.
„სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია:
გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” -პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”-სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
გიორგი გოგუა, “პროექტი 64”-პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი”- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება;
დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;
გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი.
„გერმანელი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.
მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დროულად გამოავლინოს სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები.
მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია