წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
მოუწოდებენ თუ არა საელჩოები მელიას, გადაიხადოს გირაო - ეს არის კითხვა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები სვამენ. თავად მელია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, რომელიც მას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ დააკისრა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ 2021 წელს, მელიას დაკავებას საელჩოები მწვავედ აკრიტიკებდნენ, თუმცა მალევე, 2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ მისი დაკავების კანონიერება დაადასტურა და მიიჩნია, რომ პროცესში დარღვევა არ ყოფილა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქართულ ოპოზიციას ახლა აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ წინააღმდეგობაში არიან ჩართულნი და არანაირ კომპრომისზე არ მიდიან.
"გირაოს გადახდა თუ არ გადახდა - მორალური მსაჯულობის მიზეზს ვერ მოგვცემს. ზოგი გადაიხდის და გადაიხადა კიდევაც, ზოგმა არ გადაიხადა და უფრო დიდ სამოქალაქო გამბედაობაზე წავიდა.
ყველა შემთხვევაში, ქართულ ოპოზიციონერებს ახლა აქვთ შანსი, დაამტკიცონ, რომ წინააღმდეგობაში არიან აქტიურად ჩართულნი და არ მიდიან არანაირ კომპრომისზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, კონკრეტული პირი, აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენებას აირჩევს თუ პატიმრობას, ამ საქმეში საელჩო არასდროს ჩაერევა.
"საქმის წარმოება გრძელდება, პროცესები გრძელდება და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების შანსები ყველა მათგანს თანაბრად აქვთ. საელჩოები ასეთ საკითხებში არასდროს არ ერევიან.
მე წინასწარ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს მივიჩნევ თუ პატიმრობას, ამაში არცერთი საელჩო არასდროს არ ჩაერევა. ეს არის პერსონალური არჩევანის საკითხი და დარჩება ასეთად", - განაცხადა გრიგოლ გეგელია.