მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად - პრემიერი

პრემიერი

მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად - პრემიერი

მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში,  ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ თავიდან აიცილა მეორე ფრონტი და პროვოკაციები.

„ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორეს მხრივ იმ  განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, იმ ფონზე რა თქმა უნდა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს  ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ამავდროულად რა თქმა უნდა ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ.

ყველა უკრაინელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, ცხოვრობს დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ მაქსიმუმს.

საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ,“- განაცხადა პრემიერმა.